ჩვენს შესახებ
პირველი ვიცით რა ქვეყანაში მზარდი მოთხოვნა საინჟინრო სისტემებზე, პროდუქტებსა და კვალიფიციურ კადრების სიმცირეზე, ჩვენმა კომპანიამ აღნიშნული საკითხი დაამუშავა და გამოკვეთა ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც გთავაზობთ, რომ შევისწავლოთ ნებისმიერი სასტუმროს საინჟინრო სისტემების მდგომარეობა, ამის შემდგომ როგორც კი გაფორმდება ჩვენს ორგანიზაციასთან ხელშეკრულება, ვახდენთ მის:
ოპტიმიზაციას,
მოდერნიზაციას,
გამართვა-გაშვებას,
არსებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას,
24/7 რეაგირებას.
მოცემული რეალობების გათვალისწინებით, ეს იქნება ერთჯერადი გადასახადი, ამის შემდეგ ჩვენი კომპანია მზად არის სიმბოლურ ფასად მოემსახუროს სასტუმროს, ეს ფასია ამჟამად 500 ლარი გადასახადების გარეშე და უზრუნველყოს მისთვის საინჟინრო სასიცოცხლო უზრუნველყოფის სისტემების მუდმივად გამართული მუშაობა, ჩვენი ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ ადგილობრივ კადრებს დატოვებს სასტუმრო თავის ადგილზე, უბრალოდ ეს კადრები იქნებიან ჩვენთან მუდმივ კომუნიკაციაში, აგრეთვე ჩვენ სასტუმროში ვაყენებთ იმ საკვანძო წერტილებზე სენსორებს, რაც მიგვაჩნია რომ მნიშვნელოვანია, შესაბამისი დეტექტორებიდან აღებული ინფორმაცია გამოდის ჩვენს საინფორმაციო დაფაზე, რომელიც განლაგებულია ჩვენს ბაზაზე და ხდება მისი მუდმივი მონიტორინგი, რის შედეგადაც ჩვენი კომპანია მცირედი მიზეზი/გადახრის აღმოჩენისთანავე, ჩართავს თავის კვალიფიცირებულ საინჟინრო ჯგუფს და მყისიერად მოხდება ამ საკითხის აღმოფხვრა. აგრეთვე მუდმივი მუშაობის გარანტიას იძლევა ის გარემოება, რომ მუდმივად ჩატარდება რემონტი და მიმდინარე საექსპლუატაციო ჩარევები, რასაც არცერთი კომპანია არ აკეთებს, რადგან აქვს მცირე შეზღუდული საინჟინრო გუნდი.
ჩვენ გვაქვს საკუთარი ლაბორატორია ყველა მიმართულებით:
მექანიკა,
ელექტრომექანიკა,
მიკროელექტრონიკა,
პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილება, სადაც ხდება სხვადასხვა მართვის პროგრამების, სოფტების შექმნა, დამუშავება და შესწავლა, იმის მიხედვით თუ რა ქვეყნის და რა მწარმოებლის ტექნიკასთან გვაქვს შეხება. ამას ემატება ის რომ კომპანიას გააჩნია საამქროები, სადაც მიდის რეალური მუშაობა, აღნიშნულ საამქროებში მიდის მექანიკური, ელექტრომექანიკური სამუშაოები, მიკროელექტრონული და ელექტრონული, სადაც ჩვენს კომპანიას შეუძლია, საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი და ექსპლუატაციაში შესული მოწყობილობების შეკეთება, დივერსიფიცირება და აღდგენა, აქედან გამომდინარე ამ კომპლექსური გადაწყვეტილებით, ჩვენი კომპანია მზადაა გაუწიოს საინჟინრო მომსახურება ისეთი სირთულის ობიექტებს, როგორიცაა სასტუმრო, გვაქვს დიდი გამოცდილება სასტუმრო საინჟინრო სისტემების მდგომარეობის შესახებ, ყველა ის გამოწვევა და სიტუაცია, რაც ხდება ხოლმე და აქედან გამომდინარე ჩვენს თავს უფლებას ვაძლევთ, რომ ვთქვათ, ვართ ბაზრის ლიდერები, ეფექტიანი საინჟინრო გადაწყვეტილებით, ობიექტის ხარჯების მინიმიზაცია შევძლოთ და დავაზღვიოთ მათი რისკები, რაც ნამდვილად უდავოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია მათთვის.