wishlist0

რა არის მდფ? (მერქანბოჭკოვანი ფილა)

მდფ-ის მწარმოებლურობა მსოფლიოში დაიწყო 1980 წელს, ჩრ.ამერიკასა და ევროპაში. მდფ-ის შემადგენლობაში შედის 82%-ი ბოჭკოვანი ხე, 9%-ი ფორმალდეგიდის რეზინოვანი წებო, 8%-ი წყალი, 1%-ი პარაფინინის ცვილი.

ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში არის ხეების ისეთი სახეობები, მაგ: პლანტაციებად მოყვანილი ფიჭვები, ევკალიპტი, რომელთა გადამუშავებით მიიღება მდფ-ი. ხეების ქერქი კი გადამუშავდება და ალბათ გინახავთ პარკებშიც-ლანდშაფტის არნახული გაფორმება ნაფოტებისგან, (რასაც ნიადაგის დარჩილვასაც უწოდებენ ხოლმე) სხვა დანარჩენი, მაგალითად ძერკვი, ღუმელში იწვება, როგორც ნედლეული.

რაც შეეხება მდფ-ის ნელდლეულს, დამზადებისას შეიძლება გამოყენებულ იქნას: რეციკლირებული ქაღალდი, ხეები, მცენარე ბამბუკი, ნახერხი. ბოლო დროს კი დიდი ყურადღება დაეთმო ნამჯის გამოყენებასაც, რადგან ის სწრაფად განახლებადი მასალაა. ტექნოლოგიის გაუმჯობესებამ მოგვცა ნაკლებადტოქსიკური მდფ-ის სახეობები და გარემოზე მავნე ზემოქმედების როლიც მკვეთრად შემცირდა.

მდფ-ის ფილები არის ავეჯით დაინტერესებული კომპანიებისთვის კარგად მოხმარებადი მასალა.

მდფ-ს აქვს მყარი, ბრტყელი და გლუვი ზედაპირი.

უპირატესობები: ავეჯის შექმნისთვის მომხიბლავი მასალაა, იგი ხშირად გამოიყენება სასკოლო პროექტების ავეჯით გაწყობის დროს, რადგან არის მოქნილი მასალა;

ჯერ კიდევ 1987 წელს EPA-მ დაიწყო საუბარი ფორმალდეგითთან მიმართებით, შემდეგ კი 1995 წელს WHO-კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC)-თან თანამშრომლობით, ფორმალდეგიდი სცნო ჯერ კიდევ 2004 წელს, როგორც ცხვირის, სასუნთქი გზებისა და ლეიკემიის გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად. ევროპაში არსებობს 3-სახის ფორმალდეგიდის კლასი, Eo კლასიფიცირდება, როგორც 9-30 გრამი ფორმალდეგიდის წებოს არსებობა ყოველ 100 გრამში.

EI და EII კლასებში კი კლასიფიცირდება ცოტა მეტი.

მდფ-ის მასალისგან დამზადებული ავეჯი შეიძლება განთავსდეს იქ, სადაც 80%-ნი ან 60%-ნი ტენიანობაა.

ამ ტიპის პროდუქტები, გამოიყენება, როგორც მაღალეკოლოგიურ საავეჯე მასალად, მას აქვს შესანიშნავი კომპაქტურობისა და ბოჭკოვანი გადაბმის თვისებები და ძალზედ ხელსაყრელ თანაფარდობას ინარჩუნებს სიხისტესა და სისქეს შორის.

მდფ-ის ფილების სისქე მერყეობს 4 მმ-დან 18 მმ-მდე, ეს ყველაზე ხშირად მოთხოვნადია.

ამ მასალას ფართოდ იყენებენ: კარების, ლამინირებული იატაკებისა და კომბინირებული ავეჯის დასამზადებლად.

427
მდფ
to-top